- უკან
ზოგადი რეგულაციები
ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (თიზ) ფუნქციონირებს საქართველოს „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ კანონის შესაბამისად, რომელიც რეგისტრირებულ კომპანიებს მნიშვნელოვან შეღავათებს სთავაზობს. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ადმინისტრაციისა და თიზ-ის საწარმოებს შორის ურთიერთობა რეგულირდება GIH-ის წესდებით და შესაბამისი სარეგისტრაციო, ლიცენზირებისა და იჯარის ხელშეკრულებებით.
თიზ-ის ტერიტორიაზე კანონით აკრძალულია შემდეგი საქმიანობა:
- იარაღის და საბრძოლო მასალის წარმოება ან ვაჭრობა.
- ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების წარმოება ან ვაჭრობა.
- ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების იმპორტი, შენახვა, წარმოება ან რეალიზაცია.
- თამბაქოს ნაწარმის ან/და ნედლი თამბაქოს ნაწარმის იმპორტი, შენახვა, წარმოება ან რეალიზაცია.
- შენობა-ნაგებობების გამოყენება საცხოვრებელი მიზნებისთვის.
- აქციზური საქონლის იმპორტი, შენახვა, წარმოება ან რეალიზაცია.