- უკან დაბრუნება
ისტორია
ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა: საერთაშორისო საწარმოების მთავარი ცენტრი 2009 წლის მარტიდან.
თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომელსაც შპს GIH მართავს, ქუთაისის ავტოსამშენებლო ქარხნის ისტორიულ ტერიტორიაზე 2009 წლის მარტიდან წარმატებით ფუნქციონირებს. როგორც რეგიონის რიგით მეორე და ყველაზე დიდი ფართობის მქონე თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ის სწრაფად იქცა გლობალური ბიზნესის მთავარ სამიზნე ლოკაციად.
საქართველოსა და ეგვიპტეს შორის პარტნიორობის შედეგად დაარსებული ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (თიზ), მნიშვნელოვნად განვითარდა ფრანგული, უკრაინული, გერმანული და ყაზახური კომპანიების ინვესტიციების შედეგად. ამ მრავალფეროვანმა საინვესტიციო პორტფოლიომ აქცია თიზ-ი მიმზიდველ ცენტრად იმ საერთაშორისო საწარმოებისთვის, რომლებსაც სურთ თავიანთი პროდუქციის ექსპორტზე გატანა.
სამრეწველო და საწარმოო სექტორის სწრაფმა განვითარებამ განაპირობა ჩვენს ტერიტორიაზე ახალი საწარმოო ობიექტების დაფუძნება. ახლომდებარე რკინიგზის სტრატეგიული უპირატესობა, ადგილობრივი სატრანსპორტო კომპანიის მომსახურებებთან ერთად, მნიშვნელოვნად ამარტივებს ტრანსპორტისა და ექსპორტის ლოჯისტიკას ჩვენი მოიჯარეებისთვის.
ქუთაისის ინდუსტრიული ზონა ასევე იდეალური ადგილია მაინინგისთვის. ამ მიმართულებით თიზი თანამშრომლობს უკრაინულ და ქართულ კომპანიებთან. მსგავსი ტიპის საქმიანობისთვის საგადასახადო შეღავათებთან ერთად, მნიშვნელოვან ხელშეწყობას წარმოადგენს ელექტროენერგიის დაბალი ტარიფებით სარგებლობის შესაძლებლობა, რაც თიზ-ს ბევრი კომპანიისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
ამჟამად ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა თანამშრომლობს სხვადასხვა დარგის მსხვილ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ჩვენ გთავაზობთ მოქნილ საიჯარო პირობებს და თითოეული კომპანიის სპეციფიკურ საჭიროებებზე მორგებულ მიდგომებს. თიზის ტერიტორიაზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული განახლებებით ვცდილობთ დავაკმაყოფილოთ ჩვენი მოიჯარეების და მათი ბიზნესის მოთხოვნები.
ხედვა
გახდეს საუკეთესო ზონა საიჯარო მომსახურებებისთვის
საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში წვლილის შეტანა
უცხოური ინვესტიციების პირდაპირი მოზიდვა და კერძო ფონდის შექმნა საინტერესო პროექტების თანადაფინანსებისთვის
გლობალური ბაზრის ბიზნეს საჭიროებებზე მაქსიმალური მორგება
ახალი სამუშაო ადგილების შექმნა მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისთვის
რას სთავაზობს
ბიზნესს ქუთაისის
თავისუფალი ზონა?
რატომ უნდა შეაჩეროთ არჩევანი ჩვენზე?
სტრატეგიული ადგილმდებარეობა:
ქუთაისის თავისუფალი ზონა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან და ძირითად სატრანსპორტო მაგისტრალთან მდებარობს, რაც საერთაშორისო ვაჭრობისათვის უნიკალურ შესაძლებლობებს იძლევა.
ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემო:
ისარგებლეთ კომპანიის დაარსების გამარტივებული პროცესით, საგადასახადო შეღავათებითა და ინდუსტრიისთვის სპეციფიკური დამხმარე სერვისებით, რათა განავითაროთ საკუთარი ბიზნესი.
კომპლექსური მომსახურება:
საბაჟო მხარდაჭერიდან - სასაწყობო გადაწყვეტილებებამდე, ჩვენი მომსახურების სპექტრი მორგებულია თქვენი ბიზნესის საჭიროებებზე და ხელს უწყობს ოპერაციული ეფექტურობის გაუმჯობესებას.
სრულყოფილებისკენ სწრაფვა:
ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, ჩვენ მზად ვართ, განსაკუთრებული მხარდაჭერითა და ხარისხიანი მომსახურებით, შევქმნათ ბიზნესის განვითარებისთვის ხელსაყრელი ეკოსისტემა.