რატომ არის საქართველო მიმზიდველი ადგილი ინვესტიციებისთვის და მეწარმეობისთვის?

საქართველო გამორჩეული ქვეყანაა უნიკალური კულტურითა და ბუნებით. აქ არის დინამიურად განვითარებადი ეკონომიკა, სტრატეგიული განლაგება ევროპასა და აზიას შორის, რომელიც სულ უფრო მიმზიდველი ხდება საერთაშორისო ინვესტორებისთვის.

ინვესტიციების უპირატესობები საქართველოში:

  1. ძლიერი ეკონომიკა და ლიბერალური რეგულირება
    საქართველო გთავაზობთ პროგნოზირებად ეკონომიკურ პოლიტიკას, ლიბერალურ დაბეგვრას და მაღალ პოზიციებს საერთაშორისო რეიტინგებში. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო შედის იმ ქვეყნების რიცხვში, სადაც ბიზნესის დაწყების ყველაზე მარტივი პროცედურაა.

  2. გეოგრაფიული მდებარეობა
    ქვეყანა მდებარეობს საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების გზაჯვარედინზე, რაც უზრუნველყოფს ევროპის, აზიის და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე სწრაფ წვდომას.
    • წვდომა შავი ზღვის პორტებთან (ფოთი, ბათუმი)
    • სამი საერთაშორისო აეროპორტი
    • თანამედროვე მაგისტრალები და სარკინიგზო ქსელები

  3. სამუშაო რესურსები
    საქართველო გთავაზობთ კვალიფიციურ, მოტივირებულ და კონკურენტულ ფასად სამუშაო ძალას. უნივერსიტეტები და პროფესიული სასწავლო ცენტრები უზრუნველყოფენ სპეციალისტების ნაკადს საინჟინრო და ტექნიკურ სფეროებში.

  4. თავისუფალი ვაჭრობა
    საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები 40-ზე მეტ ქვეყანასთან, მათ შორის:
    • ევროკავშირი (DCFTA)
    • ჩინეთი
    • თურქეთი
    • დსთ-ს ქვეყნები
    • EFTA ქვეყნები (შვეიცარია, ნორვეგია და ა.შ.)
    • საქართველო WTO-ს წევრია 2000 წლიდან

რატომ ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (KFIZ)?

KFIZ არის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და სწრაფად განვითარებადი თავისუფალი ზონა რეგიონში. აქ შექმნილია იდეალური პირობები საწარმოო, ლოგისტიკური და ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიებისთვის.

თიზ-ის უპირატესობები:
• 0% მოგების, დივიდენდების, ქონების, იმპორტისა და ექსპორტის გადასახადი
• 4% გადასახადი ადგილობრივ კომპანიებთან ვაჭრობისას
• საბაჟო პუნქტი ტერიტორიაზე, რაც აჩქარებს იმპორტ/ექსპორტს
• სარკინიგზო ჩიხი — პირდაპირი წვდომა ეროვნულ ქსელთან
• 19 კმ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე
• 95 კმ ფოთის საზღვაო პორტამდე

ინფრასტრუქტურა:
• 110 000 მ² საწარმოო ფართობი (68 000 მ² — თავისუფალი)
• სასაწყობო და საწარმოო შენობები 500 მ²-დან
• იწის ნაკვეთები 1000 მ²-დან ინდივიდუალური მშენებლობისთვის
• კომუნიკაციების სრული სპექტრი: ელექტროენერგია, წყალი, ინტერნეტი
• დაცვა 24/7, ვიდეომეთვალყურეობა, გამშვები პუნქტები

მარტივი სტარტი::
• კომპანიის რეგისტრაცია — 2 სამუშაო დღეში
• ლიცენზიის მიღება ზონაში საქმიანობისთვის — 1 დღეში
• კორპორატიული დოკუმენტაციის მომზადებაში დამხარების გაწევა (რუსულ, ინგლისურ, ქართულ ან ჩინურ ენებზე)
• პერსონალური თანხლება ყველა ეტაპზე

📞 დაუკავშირდით ჩვენს გუნდს დღესვე — და გადადგით პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ.
ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა — თქვენი გზა წარმოების მასშტაბირებისა და გლობალურ ბაზრებზე გასვლისკენ.

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Facebook
LinkedIn

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ

დაჯავშნეთ უფასო კონსულტაცია

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ

დაჯავშნეთ უფასო კონსულტაცია

სხვა ბლოგები

საქართველოს საინვესტიციო ტენდენციები

საქართველოს საინვესტიციო ტენდენციები

საქართველო ბოლო წლებში ჩამოყალიბდა როგორც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი საინვესტიციო მიმართულება რეგიონში. ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა,

თავისუფალი ინდუსტრიული ზონები საქართველოში

თავისუფალი ინდუსტრიული ზონები საქართველოში

თავისუფალი ინდუსტრიული ზონები საქართველოში საქართველოში ფუნქციონირებს რამდენიმე თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (თიზ / FIZ), რომლებიც შექმნილია

კორპორატიული გადასახადი vs დღგ საქართველოში: რა უნდა იცოდეს ყველა ბიზნესის მფლობელმა 🇬🇪

ბოლო წლებში საქართველო გახდა ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა მეწარმეებისთვის, ინვესტორებისთვის და საერთაშორისო კომპანიებისთვის. ამის ერთ-ერთი

საქართველოს საინვესტიციო ტენდენციები

საქართველოს საინვესტიციო ტენდენციები

საქართველო ბოლო წლებში ჩამოყალიბდა როგორც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი საინვესტიციო მიმართულება რეგიონში. ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა,

თავისუფალი ინდუსტრიული ზონები საქართველოში

თავისუფალი ინდუსტრიული ზონები საქართველოში

თავისუფალი ინდუსტრიული ზონები საქართველოში საქართველოში ფუნქციონირებს რამდენიმე თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (თიზ / FIZ), რომლებიც შექმნილია